ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში საერთაშორისო სამაშველო ჯგუფები ჩადიან


იაპონიაში საერთაშორისო სამაშველო ჯგუფები ჩადიან
იაპონიაში საერთაშორისო სამაშველო ჯგუფები ჩადიან

გაეროს ოფიციალურ პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად საერთაშორისო საძიებო და სამაშველო ჯგუფების ნაწილი უკვე ჩავიდა იაპონიაში. მიწისძვრისგან და ცუნამისგან დაზარალებულ იაპონიას დახმარება მსოფლიოს 70–მდე ქვეყანამ შესთავაზა, მათ შორის სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა. ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. იაპონიის სამაშველო რაზმები ვეტმფრენების საშუალებით ცდილობენ შენობის სახურავებზე გაჭედილი ადამიანების გადარჩენას.

ჩინეთის სეისმოლოგიური განყოფილების 15 კაციანი ჯგუფი და აშშ-ის სამხედრო ძალების სამაშველო რაზმი იაპონიაშია დღეს ჩავიდნენ. როგორც იაპონიაში ამერიკის ელჩი ჯონ როსი ამბობს შეერთებული შტატები ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს იაპონიას:

ამერიკა მზად არის ნებისმიერ სახის დახმარება გაუწიოს იაპონიას რომ ქვეყანამ მიწისძვრისგან და ცუნამისგან გამოწვეული პრობლემები გადალახოს.

ეპიცენტრებში საკვების და საწვავის ნაკლებობაა. ცენტრალურ ტოკიოში კი ბევრი სასურსათო მაღაზია ცარიელია. დღეს იაპონიის მთავრობამ მოსალოდნელი ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ განცხადება გააკეთა.

XS
SM
MD
LG