ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ სანქციებზე თანხმდებიან.


ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დათანხმდნენ. ისინი შეერთებული შტატესი ინიციატივას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას შეუერთდნენ, რომელიც თეირანზე ბირთვული პროგრამის გამო ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს. ევროკავშირმა დღეს ირანში ახალი ინვესტიციები, ირანისთვის ტექნიკური დახმარება და ირანის ნავთობისა და გაზის სექტორში ტექნოლოგიების ექსპორტი აკრძალა. სანქციები ირანის წინააღმდეგ ფინანსურ ზეწოლას ითვალსწინებს განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის სფეროში. როგორც ცნობილია, თეირანი მსოფლიოში გაზის უდიდესი მწარმოებელია.

XS
SM
MD
LG