ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არეულობა უკვე მეოთხე დღეა გრძელდება


ეგვიპტეში არეულობა უკვე მეოთხე დღეა გრძელდება
ეგვიპტეში არეულობა უკვე მეოთხე დღეა გრძელდება

ეგვიპტეში არეულობა უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. თვითმხილველების განცხადებით ქაიროში დემონსტრანტებს და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში დღეს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დაღუპულთა რაოდენობა უკანასნელ დღეებში 11 ადამიანს შეადგენს, დაშავებულები კი ბევრად მეტნი არიან. 164 ადამიანი დაპატიმრებულია და 500 დაშავებული. მღელვარებამ პიკს პარასკევს მიაღწია. თაჰრირის მოედანზე გამოსული დემონსტრანტები სამხედრო საბჭოს გადადგომას და სამოქალაქო მმართველობას მოითხოვენ.

დროებითი მთავრობა რამდენიმეფაზიან საპარლამენტო არჩევნებს ატარებს, რომელსაც მათი აზრით სულ ცოტა 3 თვე სჭირდება. გასულ კვირას არჩევნების მეორე ეტაპზე გამარჯვება კვლავ მუსლიმთა საძმომ მოიპოვა და ჯერჯერობით მანდატების უმრავლესობას ფლობს. მეორე ადგილზეა ულტრა-კონსერვატიული ისლამისტური ალ-ნურის პარტია.

XS
SM
MD
LG