ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა სამშვიდობო კონფერენციაზე იერიში მიიტანეს


ავღანეთის დედაქალაქში თალიბებმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ინიციატივით მოწვეულ სამშვიდობო კონფერენციაზე მიიტანეს იერიში.

პრეზიდენტი კარზაი ჯირგას სახელით ცნობილ ყრილობაზე მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც გამაყრუებელმა აფეთქებებმა იქაურობა შეაზანზარა და ორმხრივი სროლა ატყდა.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით უშიშროების ძალებმა ქალის ტანსაცმელში გადაცმული ორი კამიკაძე მოკლეს, რომლებიც ყრილობაზე შეღწევას ცდილობდნენ. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა თალიბებმა იკისრეს მაშინ როდესაც ბატონი კარზაი მათ შერიგებისკენ მოუწოდებდა.

XS
SM
MD
LG