თურქეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, დაკავებულია ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი 29 ადამიანი.
ხელისუფლებამ ეს პირები დღეს, სტამბოლში, ანტალიასა და რამდენიმე სხვა ქალაქში განხორციელებული რეიდებისას დააკავა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ალ ყაიდას მოკავშირეებთან ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიაზე 2003 წელს მომხდარი აფეთქებების შემდეგ დაიწყო. ეს აფეთქებები ხელისუფლებამ მაშინ ტერორისტულ ქსელს დაუკავშირა.
წელს, იანვარში, თურქეთის პოლიციამ 100მდე ეჭვმიტანილი დააკავა ალ ყაიდასთან კავშირის მოტივით.