ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი კარზაი გეგმას უარყოფს


პრეზიდენტი კარზაისა და ამერიკელი გენერალი დივიდ პეტრეუსის პირველი შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტის“ განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო მეთაურებს ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის მხრიდან წინააღმდეგობა ხვდებათ.

დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი კარზაისა და ამერიკელი გენერალი დავიდ პეტრეუსის პირველი შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. დაძაბულობამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ავღანეთის პრეზიდენტმა გენერალი პეტრეუსის მიერ შეთავაზებული გეგმა უარყო წვევამდელების ავღანეთის სოფლებიდან აყვანაზე.

ადგილობრივი შეიარაღებული და უშიშროების ძალების გაძლიერება ავღანეთში ამერიკის სამხედრო სტარატეგიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. კარზაის მიერ ამ სახის წინააღმდეგობის გაწევა, ავღანეთში ამერიკული ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე ახლახან დანიშნული გენერალი პეტრეუსისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.

პარასკევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ წელს გერმანია ავღანეთის ჯარებისთვის აპირებს სრული პასუხისმგებლობის გადაცემას.

XS
SM
MD
LG