ოფიციალური პირები, ვინც მექსიკის ყურეში აფეთქებული ჭაბურღილიდან ნავთობის გადინების შეჩერებაზე მუშაობს, ახლა კარიბის ზღვის ტროპიკული ამინდის საფრთხის ქვეშ დგანან.
ამერიკის ჰიდრომედცენტრის ინფორმაციით, დღეიდან დაბალი წნევის არეალი, რომელიც ჰონდურასსა და კაემანის კუნძულებს შორის შეინიშნება, ნელ-ნელა ჩრდილო დასავლეთით, მექსიკის ყურისკენ გადაინაცვლებს.
ცენტრში ამბობენ, რომ არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს მოვლენა ტროპიკულ შტორმში გადაიზრდება, რომელსაც შედეგად ხშირად საათში 34-48 კილომეტრამდე სიჩქარის ქარი ახლავს.