ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამას მოწოდება


პრეზიდენტი ობამა მიიჩნევს , რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი ექსპორტზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 20 ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, გადალახონ ერთმანეთს შორის არსებული წინააღმდეგობები, რათა გლობალური ეკონომიკა უფრო ადვილად გამოვიდეს კრიზისიდან.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათაქვამია,რომ დიდი ოცეულის წევრი ზოგიერთი ქვეყანა მწვავე ეკონომიურ კრიზისს განიცდის, რამაც შესაძლოა გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუშალოს ხელი.

პრეზიდენტი ობამა მიიჩნევს,რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი ექსპორტზე. აღნიშნულ ორგანიზაციაში წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფოების გარდა,მსოფლიოს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებიც შედიან. მათი მომავალი შეხვედრა ტოკიოში მომავალ კვირას გაიმართება.

XS
SM
MD
LG