ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატებში ირანის არჩევნების წლისთავს აფასებენ


თითქმის ერთი წლის წინ, მსოფლიო გაოგნებული აკვირდებოდა თეირანის ქუჩებში ირანელების გამოსვლების სურათს. ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ისინი შედეგებს ამგვარი ფორმით აპროტესტებდნენ და მთავრობას მათი ხმებისა და უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

ათასობით ირანელი მთავრობის მიერ გაყალბებული არჩევნებისგან იტანჯებოდა. სტუდენტებს, ადვოკატებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, საკუთარი აზრის მშვიდობიანი გზით გამოხატვის უფლების მოპოვება სურდათ, თუმცა მათ სცემდნენ, უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ, ავიწროვებდნენ და დევნიდნენ.

მსოფლიომ ნახა ვიდეო, თუ როგორ მოკლეს ახალგაზრდა ქალბატონი ქუჩაში. მისი სახე და სული გახდა სიმბოლო ყველა იმ ადამიანისა, ვინც ირანში თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ისაუბრა იმაზე, თუ რისი მომსწრე გახდა მსოფლიო გასულ წელს.

“იმ ათი ათასობით ირანელის გამო, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად თეირანის ქუჩებში ჩუმად მარშირებდნენ სიამაყეს ვგრძნობთ. გვინახავს ყველა ასაკის ადამიანი, რომლებიც ყველაფერს რისკავდნენ, იმისათვის, რომ მათი ხმა დაეცვათ და შეესმინათ. ჩვენ გამოვცადეთ დაუნდობლობისა და მუქარის გამძლე ქალების ხილვა და ქალის, რომელიც თეირანის ქუჩაში მომაკვდავი, სისხლისგან იღვრებოდა.”

გასულ წელს ირანმა მსოფლიოსგან იზოლირების გზა აირჩია. თუმცა მას, კვლავ აქვს უკეთესი მომავლის არჩევის საშუელება თუ ირანის მთავრობა იმის დენონსტრირებას მოახდენს, რომ პასუხიმსგებელია საკუთარი ხალხისა და მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულდებულებებისთვის, მაშინ ის მსოფლიო თანამეგობრობაში ლეგიტიმური ადგილის დაკავებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG