ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის საბიუჯეტო დეფიციტმა მოლოდინს გადააჭარბა


ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო დეფიციტმა მოლოდინს გადააჭარბა

ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი მოსალოდნელზე უარესია, რის გამოც საბერძნეთში მომხდარი კრიზისის მსგავსი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით საჭირო გახდება სამთავრობო დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.

პრემიერ მინისტრმა დეივიდ კემერონმა დღეს გამოსვლისას აღნიშნა, რომ მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მიღწევა პრობლემას ვერ გადაჭრის. მისი თქმით, საჭიროა საბიუჯეტო დანახარჯების შემცირება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობაზე გავლენას მოახდენს.

დღეს აზიის რეგიონის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქციების კურსი მკვეთრად დაეცა. გასულ პარასკევს იგივე მდგომარეობა შეერთებულ შტატებშიც შეინიშნებოდა. დღესვე ნავთობზე ფასი დაეცა და ევროს კურსი დოლართან შეფარდებაში ოთხი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

ბატონმა კემერონმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის ფინანსური კრიზისი, რომელმაც მსოფლიო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე აქციების კურსის დაცემა გამოიწვია, წარმოადგენს გაფრთხილებას, რომ ამგვარი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას სხვა ქვეყნებშიც, თუ ისინი განაგრძობენ დანახარჯების გაზრდას, მაშინ როცა შემოსავლები მცირდება.

XS
SM
MD
LG