ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბიპი" წარმატებას აღწევს


მეორე საცავი მოწყობილობის დამონტაჟება მომავალი კვირის მანძილზე მოხერხდება.

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ადმირალმა თად ალენმა განაცხადა, რომ ნავთომომპოვებელმა კომპანიამ „ბრიტიშ პეტროლეუმმა“ მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებით,გარკვეულ პროგრესს მიაღია, მაგრამ სამუშაოები კიდევ გაგრძელდება.

ხსენებული შენიშვნებით ადმირალი დღეს სატელევიზიო ინტერვიუში გამოვიდა.მან აღნიშნა,რომ ვიდრე წყლის ზედაპირზე ნავთობი შეინიშნება,არავინ უნდა გრძნობდეს კმაყფილებას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

ამას გარდა, დღეს „ბი-პი“-ს მთავარმა აღმასრულებელმა პირმა ტონი ჰოუარდმა აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს თანამდებობის დატოვებას წყალქვეშა ჭაბურღილზე მომხდარი ავარიით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის გამო.

ტელეკომპანია „ბი-ბი-ს“-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ „ბი-პი“-ს ოფიციალური პირები კრიზისულ მდგომარეობას მოაგვარებენ და მისი აზრით ნავთობმომპოვებელი კომპანია კატასტროფას გამოასწორებს.

ჰოუარდის თქმით, ჭაბურღილის მწვერვალზე დამონტაჟებული საცავი მოწყობილობა დღეში ნავთობის 10,000 ბარელს იკავებს. იგი იმედოვნებს, რომ მეორე საცავი მოწყობილობის დამონტაჟება მომავალი კვირის მანძილზე მოხერხდება.

XS
SM
MD
LG