ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული გაზეთის თქმით, ამერიკის სამხედრო ცალმხრივი იერიშის გეგმებს იმუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუ ამერიკაში ტერორისტული აქტი განხორციელდა და მისი ორგანიზება პაკისტანში მოხდა.
"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ახალი ალტერნატივების შემუშავება სურს მას შემდეგ, რაც ნიუ იორკში ტერაქტის განხორციელების მცდელობა იყო, რომელიც გამოძიების თანახმად პაკისტანში დაიგეგმა. ამასთან, ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, ფაისალ შაჰზადმა მომზადება პაკისტანში გაიარა.
ამერიკა პაკისტანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას მხოლოდ ექტრემალურ ვითარებაში და ისიც მაშინ განახორციელებს, როცა მიმდინარე სამხედრო ოპერაცია არა ადეკვატური გამოდგება.