ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიკალი მუსლიმი მოძღვარის მოწოდება


რადიკალი მუსლიმი მოძღვარის მოწოდება
რადიკალი მუსლიმი მოძღვარის მოწოდება

დღეს ისლამისტი მეამბოხეების ვებ გვერდზე შეერთებულ შტატებში დაბადებული რადიკალი მუსლიმი მოძღვარი სისხვლისღვრისკენ მოუწოდებს.

შეერთებულ შტატებში დაბადებული რადიკალი მუსლიმი მოძღვარი ამერიკის სამხედრო ძალებში მსახურ მუსლიმ ჯარისკაცებს ერაყსა და ავღანეთში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვისკენ მოუწოდებს.

დღეს ისლამისტი მეამბოხეების ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო მასალაში ანვარ ალ ავლაკი ამბობს,რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყსა და ავღანეთში მილიონობით მუსლიმი სამოქალაქო პირი დახოცეს.

მან ხოტბა შეასხა ამერიკელ მაიორს ნადირ ჰასანს, რომელმაც შარშან ტეხასის შტატში განლაგებულ ამერიკის სამხედრო ბაზა ფორტ ჰუდში 13 ადამიანი მოკლა. მან მაიორი ჰასანი გმირად მონათლა.

როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, გასულ თვეს ობამას ადმინისტრაციამ დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ბრძანება მისცა ალვაკის ლიკვიდერბის შესახებ.

არის ეჭვი რომ ალვაკი იემენის მთიან რეგიონში არის გახიზნული.

XS
SM
MD
LG