ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქის სასამართლო იწყება


მუბარაქის სასამართლო იწყება

ხვალ ეგვიპტეში ყოფილი პრეზიდენტის - ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი დაიწყება. ექსპრეზიდენტის მთავრობის გადადგომიდან თითქმის 6 თვე გავიდა.

პრეზიდენტს ბრალი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უხეშ გამოყენებაში და წინასწარ განზრახულ მკვლელობებში ედება. დაახლოებით 18 დღის განმავლობაში დემონსტრაციების დარბევის დროს 840 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

გამომცემელი კასემი თვლის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი დიქტატორის გასამართლების პრეცედენტი ეგვიპტელ ხალხს საკუთარი ძალაუფლების რეალიზებაში და მომავლის რწმენის განმტკიცებაში დაეხმარება.

მუბარაქს ბრალად ასევე ედება კორუფციაში მონაწილეობა, სახელმწიფო ხარჯების მითვისება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

სასამართლოს წინაშე მუბარაქის ორი ვაჟი, ეგვიპტის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციის 6 მაღაჩინოსანი და ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენიც წარსდგებიან. ამ ეტაპზე უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს თავად ექსპრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG