ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები წარმატებით მიიწევენ წინ


ლიბიელი მეამბოხეები წარმატებით მიიწევენ წინ
ლიბიელი მეამბოხეები წარმატებით მიიწევენ წინ

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის მოუწოდა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას ხელისუფლებაზე.

განცხადებაში, რომელიც გაკეთდა მას შემდეგ რაც ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლის შეუტიეს ობამა აცხადებს, რომ კადაფიმ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ იგი უკვე აღარ აკონტროლებს ლიბიას. როგორც ობამამ აღნიშნა აშშ კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო თნამეგობრობასთან ლიბიაში დემოკრატიული სისტემის მშვიდობიანი დამყარების საქმეში. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა რაც უფრო ადრე შეიგნებს კადაფი იმ ფაქტს, რომ იგი დამარცხდა მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის.

XS
SM
MD
LG