ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ლიბიაში სამხედრო ჩარევის საკითხს იხილავს


აშშ ლიბიაში სამხედრო ჩარევის საკითხს იხილავს
აშშ ლიბიაში სამხედრო ჩარევის საკითხს იხილავს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ს მთავრობა ლიბიის მიმართ მოქმედების მთელ რიგ ვარიანტებს იხილავს, სამხედრო ჩარევის შესაძლებლობის ჩათვლით.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ის მთავრობა ლიბიის მიმართ მოქმედების მთელ რიგ ვარიანტებს იხილავს, სამხედრო ჩარევის შესაძლებლობის ჩათვლით. თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში ობამამ გაფრთხილება მისცა მათ, ვინც კადაფის მხარეს იბრძვის და აღნიშნა, რომ საბოლოო ანგარიშში ყველას მოეთხოვება პასუხი ამჟამად ლიბიაში მიმდიანარე ძალმომრეობისათვის. როგორც თეთრი სახლის რწმუნებულმა ჯეი ქარნიმ აღნიშნა, თეთრი სახლი ამჟამად იხილავს ლიბიის საჰაერო სივრცის ფრენებისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადების და შეიარაღებაზე გაეროს ემბარგოს საკითხებს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ლიბიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდება.

XS
SM
MD
LG