ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი მის საყვარელ დღესასწაულს ვერ იზეიმებს


კადაფი მის საყვარელ დღესასწაულს ვერ იზეიმებს
კადაფი მის საყვარელ დღესასწაულს ვერ იზეიმებს

ხვალ ლიბიაში მოამარ კადაფის მიერ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების ხელში აღებიდან 42-ე წლისთავი სრულდება.

დღემდე ეს დღესასწაული დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა. 2 წლის წინ, როდესაც ამ დღეს აღნიშნავდნენ მთელს ლიბიაში გამოფინეს კადაფის ფოტოსურათები. დღეს ეს სურათებბი ან ჩამოხეული ან კი ლიბიელები მათ ფეხით თელავენ. მაშინ ფეირვერკებით აღნიშნავდნენ ამ დღეს, დღეს კი ტრიპოლიში სროლის ხმა ისმის. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ და რაც მთავარია დღეს ხალხს თავისუფლად შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს. ერთ-ერთი მათგანია ტრიპოლის მაცხოვრებელი მოჰამედ ტუმი. ამერიკის ხმასთან საუბარში მან კადაფის მმართველობის 42 წელი, როგორც საშინელი ისე დაახასიათა:

-" ორი წლის წინაც კი შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რომ ადგილი ჰქონდა კადაფის სულ უფრო მზარდ იზოლაციას. დღესასწაულზე მან თითქმის ყველა დაპატიჟა, მაგრამ ლიბიას მხოლოდ რამოდენიმე აფრიკული ქვეყნის .ლიდერი ეწვია, მათ შორის ომის დროს ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი სუდანის ლიდერი ომარ ბაშირიც. დღესასწაულიდ დროს ლიბიის ლიდერმა თავისი ხასიათი გამოავლინა იმით, რომ სახალხოდ სილა გააწნა მისი პროტოკოლის მინისტრს. "

საბოლოო ანგარიშში კადაფის ვერც მისმა დიქტატურამ და ვერც მისმა უზარმაზარმა სიმდიდრემ უშველა. ლიბიელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ლიბიის რევოლუციაში გადამწყვეტი როლი ახალგაზრდობამ ითამაშა. 60 წლის სალემ ნავარი ფიქრობს, რომ მისი თაობა შეეგუა კადაფის რეჟმს:

-" ჩვენი ახალგაზრდები თავისი თვალით ხედავდნენ თუ როგორ ეპყრობოდა ხელისუფლება მათ მეგობრებს და ისინიც თავისი ინიციატივით გამოვიდნენ ქუჩებში."

ამ საუბარს თვალს ადევნებდა ორი ახალგაზრდა სწორედ იმ მოედანზე, სადაც კადაფის საპატივცემულოდ აღლუმი მიმდინარეობდა. მათგან ერთ-ერთს მაისური ეცვა, რომელზეც გამოსახულია კადაფის სურათი წარწერით "იძებნება".

XS
SM
MD
LG