ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიამ სცნო ლიბიის მეამბოხეთა საბჭოს ლეგიტიმურობა


იტალიამ სცნო ლიბიის მეამბოხეთა საბჭოს ლეგიტიმურობა

იტალია მესამე სახელმწიფოა, რომელმაც სცნო ლიბიის მეამბოხეთა დროებითი საბჭო, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი ორგანო ლიბიაში.

რომში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ იტალიის მთვრობამ გადაწყვიტა საკუთარი წარმომადგენელი გააგზავნოს ქალაქ ბენღაზიში, სადაც მეამბოხეთა შტაბ-ბინაა განლაგებული. იტალიამდე მეამბოხეთა დროებითი ეროვნული საბჭო საფრანგეთმა და კატარმა სცნეს. ფრატინი ოფიციალურად შეხვდა მეამბოხეთა წარმომადგენელს, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ მეამბოხეებისათვის მიუღებელია კადაფის მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილით შეცვლის იდეა.

XS
SM
MD
LG