თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ყოფილი რუსი ნავთობის მაგნატის მიხეილ ხოდორკოვსკისა და მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის პლატონ ლებედევისათვის გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო დიდი რაოდენობით ფულის მითვისებასა და ფულის გათეთრების ბრალდებებში. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, თეთრი სახლი შეშფოთებულია იმით, რომ სასამართლო პროცესი უხეში დარღვევებით წარიმართა. განცხადების თანახმად, რუსეთი პრაქტიკულად უარს აცხადებს საყოველთაო საკაცობრიო ფასეულობების გაზიარებაზე, რაშიც კანონის უზენაესობაც მოიაზრება. ხოდორკოვსკის და ლებედევს ბრალად ედებათ ნავთობის მოპარვა და 27 მილიარდი დოლარის გათეთრება.