ჯერ-ჯერობით იუწყებიან მხოლოდ ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ. მანქანის მძღოლი დაიღუპა, როდესაც ავტომობილს ხე დაეცა. მაშველებმა ერთ-ერთი დანგრეეული შენობიდან გადარჩენილი 11 წლის ბავშვი ამოიყვანეს.
სინოპტიკოსების განცხადების თანახმად ქარიშხალი კატია, რომლის სიჩქარე საათში 135 კმ-ა უელსს, შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას და ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთს დაატყდა თავს.