ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიამ მეამბოხეების წინააღმდეგ სკადის ტიპის რაკეტა გამოიყენა


ლიბიამ მეამბოხეების წინააღმდეგ სკადის ტიპის რაკეტა გამოიყენა

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადების თანახმად ლიბიის სამთავრობო ძალებმა პირველად ამჟამად მიმდინარე კონფლიქტში მეამბოხეების წინააღმდეგ სკადის ტიპის რაკეტა გამოიყენა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა აღნიშნა, რომ რაკეტა უდაბნოში ქალაქ ბრეგადან 80 კმ-ში აფეთქდა. ნატო და აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები დარტყმას ახორციელებენ ლიბიის სკადის სარაკეტო კომპლექსებისა და საზენიტო თავდაცვის ობიექტებზე. ამ ფონზე ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მისი ოჯახის 9 წევრთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა.

XS
SM
MD
LG