ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი ლიბიელ მეამბოხეებს სამხედრო მრჩევლებს უგზავნის


ლონდონი ლიბიელ მეამბოხეებს სამხედრო მრჩევლებს უგზავნის
ლონდონი ლიბიელ მეამბოხეებს სამხედრო მრჩევლებს უგზავნის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰეგმა განაცხადა, რომ ოფიციალური ლონდონი სამხედრო მრჩევლებს აგზავნის ლიბიაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰეგმა განაცხადა, რომ ოფიციალური ლონდონი სამხედრო მრჩევლებს აგზავნის ლიბიაში, რათ მათ დახმარება გაუწიონ მეამბოხეებს ორგანიზაციულ, ლოჯისტიკურ და საკომუნიკაციო საკითხებში. ამ განცხადებაში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ მრჩევლები არ მიიღებენ მონაწილეობას ბრძოლებში, შეიარაღებას არ მიაწვდიან და არ გაწვრთნიან ოპოზიციის ძალებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მხოლოდ დამატებით დახმარებას აღმოუჩენენ ბრიტანელ დიპლომატებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან მეამბოხეთა ციტადელში, კერძოდ ქალაქ ბენღაზიში.

XS
SM
MD
LG