ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი ეწინააღმდეგება ამერიკელი ჯარისკაცების ლიბიაში გადასროლას


გეითსი ეწინააღმდეგება ამერიკელი ჯარისკაცების ლიბიაში გადასროლას
გეითსი ეწინააღმდეგება ამერიკელი ჯარისკაცების ლიბიაში გადასროლას

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ლიბიაში არც ერთ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს არ გააგზავნიან

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ლიბიაში არც ერთ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს არ გააგზავნიან, სანამ იგი თავდაცვის მდივანია. მან ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მცირე ჯგუფები ლიბიაში ოპოზიციასთან თანამშრომლობენ. პენტაგონის შეფმა და აშშ-ს შეიარაღებული შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკ მალენმა კონგრესის სპეც-კომისიას სიტყვით მმიმართეს. მათ მიაჩნიათ, რომ თუ აუცილებელია ლიბიელი მეამბოხეების გაწვრთნა და მათი შეიარაღებით ეკიპირება ეს ფუნქცია არა აშშ-მა არამედ სხვა სახელმწიფოებმა უნდა იკისრონ.მათ განაცხადეს, რომ ახლა, როდესაც ნატომ გადაიბარა საავიაციო ოპერაციები ერაყში აშშ მნიშვნელოვნად შეამცირებს მის ოპერაციებს.

XS
SM
MD
LG