ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ტერიტორიაზე პლუტონიუმის ნიშნები დაფიქსირდა


ფუკუშიმას ტერიტორიაზე პლუტონიუმის ნიშნები დაფიქსირდა
ფუკუშიმას ტერიტორიაზე პლუტონიუმის ნიშნები დაფიქსირდა

იაპონიის პრემიერ-მონისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის შორიახლოს მიწაში პლუტონიუმის ნიშნები დაფიქსირდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი პარლამენტის წინაშე წარსდგა, რათა პასუხი გაეცა კითხვებზე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ირგვლივ. როგორც მან განაცხადა მთავრობა უდიდეს ყურადღებას უთმობს ამ პრობლემას და დღესაც ცდილობს რადიაციის გაჟონვის შეკავებას. ოფიციალური განცხადების თანახმად პლუტონიუმი სადგურთან ხუთ ადგილას აღმოაჩინეს. თუმც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადების თანახმად პლუტონიუმის დონე ნორმის ფარგლებშია, მაგრამ პლუტონიუმის შემადგენლობის ანალიზით ირკვევა ის, რომ ნაწილობრივ მაინც პლუტონიუმმა ატომური ელექტროსადგურიდან გაჟონა.

XS
SM
MD
LG