ეგვიპტეში მიმდინარე არეულობის გამო ათასობით ადამიანი ცდილობს გავიდეს ქვეყნიდან. აშშ-ს განცხადების თანახმად 9 ჩარტერული ავიარეისით ეგვიპტიდან თურქეთში, კვიპროსსა და საბერძნეთში 1200-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. რეისები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ რამოდენიმე დღეში კიდევ 1400-ზე მეტ ამერიკელ მოქალაქეს გაიყვანენ ეგვიპტიდან. როგორც აშშ-ს სახ-დეპი ახცადებს დაგეგმილია ამერიკელ მოქალაქეთა გაყვანა ეგვიპტის სხვა ქალაქებიდანაც. აშშ-ს განცხადების თანახმად კაიროში ამერიკის სალჩოში დაახლოებით 50 000 ამერიკელი მოქალაქეა რეგისტრირებული. აქედან 2600-ზე მეტი ამერიკელი ევაკუაციას ითხოვს. ჩარტერული რეისებით საკუთარი მოქალაქეები აგრეთვე გაჰყავთ კანადას, ინდოეთს, ისრაელს, ინდონეზიასა და ჩინეთს.