ტუნისის დროებითმა მთავრობამ დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა ყოფილი პრეზიდენტის ზინე ელ აბიდინ ბელ ალისა და მისი ოჯახის 6 წევრზე. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა ყოფილ პრეზიდენტს, მის მეუღლესა და ოჯახის სხვა წევრებს ბრალად ედებათ უცხოეთში საკუთრბის უკანონოდ შეძენა და ქვეყნიდან ფულის უკანონოდ გატანა. დროებით მთავრობაში შედიან ოპოზიციის ლიდერებიც. თუმც, აღსანიშნავია, რომ საკვანძო მნიშვნელობის მქონე თანამდებობები პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდბობები კვლავაც ბენ ალის მოკავშირეთა ხელშია. უკვე საპროტესტო გამოსვლებს აქვს ადგილი ამის თაობაზე და მთავრობა აცხადბს, რომ მალე ცვლილებებს გაატარებს სამთავრობო კაბინეტში.
პოპულარული
1