ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ დეფიციტთან ბრძოლის ახალი გეგმა წარმოადგინა


ობამამ დეფიციტთან ბრძოლის ახალი გეგმა წარმოადგინა
ობამამ დეფიციტთან ბრძოლის ახალი გეგმა წარმოადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში წარმოადგინა ახალი ეკონომიკური სტრატეგია.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში წარმოადგინა ახალი ეკონომიკური სტრატეგია, რომლის თანახმად მომავალი 12 წლის განმავლობაში მთლიანობაში 4 ტრილიონი დოლარი ჩამოეჭრება ქვეყნის უზარმაზარ წლიურ დეფიციტს. როგორც ბარაკ ობამამ აღნიშნა ქვეყანას დავალიანების პრობლემები შეექმნა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს სამთავრობო ხარჯების გაზრდისა და გადასახადების შემცირების გამო. პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვალის ზრდა თან მოიტანს სამუშაო ადგილების დაკარგვას და ეკონომიკის დასუსტებას. როგორც პრეზიდენტმა თქვა მის ახალ გეგმაში მოიაზრება შიდა ამერიკული ხარჯების შემცირება თავდაცვის დარგში, ბიუჯეტის შეზღუდვა და ისეთი ძვირადღირებული რეფორმების პროგრამირება როგორიც არის მოხუცებულებისადმი, პენსიონერებისა და ხელმოკლე ოჯახებისადმი დახმარება. პრეზიდენტი ობამა უარს აცხადებს საგადასახადო შეღავათები განაახლოს მდიდარი ამერიკელებისათვის.

XS
SM
MD
LG