ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამღუპველი ლოზუნგი - „რუსეთი რუსებისთვის“


დამღუპველი ლოზუნგი - „რუსეთი რუსებისთვის“
დამღუპველი ლოზუნგი - „რუსეთი რუსებისთვის“

სერგეი მარკედონოვი: „პუტინის შესუსტების ნიშნები არ არსებობს“

რუს ანალიტიკოსთან სერგეი მარკედონოვთან საუბარი მოსკოვში შექმნილი ვითარებით დავიწყეთ. კერძოდ, თუ რა არის ნაციონალური შუღლის გამომწვევი მიზეზები, სადამდე შეიძლება გამწვავდეს დაპირისპირება რუს ნაციონალისტებსა სხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორის და რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთის ხელისუფლებამ ამ საშიში პროცესის შესაჩერებლად. ამასთან დაკავშირებით სერგეი მარკედოვმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პრობლემას უფრო ღრმად შევხედოთ:

„რასაკვირველია, გასული წლის დეკემბერში მანეჟის მოედანზე მომხდარი მოვლენები ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ფაქტი. ჩვენ ეთნიკური კონფლიქტების განვითარებას მაშინ ვაქცევთ ყურადღებას როდესაც რაიმე რეზონანსული მოვლენა ხდება. აბსოლუტურად ნათელია, რომ პრობლემები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებობდა სუმგაითის მოვლენებამდეც. ასევე ქართველებსა და აფხაზებს შორის დაძაბულობამ 1989 წელს იჩინა თავი სოხუმში უნივერსიტეტის ფილიალის გახსნის დროს. თუმცა, ეს დაძაბულობა მანამდეც არსებობდა. ასევე მოსკოვში მანეჟის მოედანზე მომხდარი მოვლენა, რა თქმა უნდა პირველი არ არის. შეგვიძლია გავიხსენოთ კანდაპოგის ფაქტი, ასევე კრასნოდარში მომხდარი ინციდენტი. მე როგორც ექსპერტი და არა როგორც პოლიტიკოსი, ვცდილობ გავიგო ამ მოვლენების კონტექსტი. ვფიქრობ, რომ ეს არის არადასრულებული რუსული სახელმწიფო პროექტის შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო. 90-იანი წლების პირველ ნახევარში ჩვენ ვხედავდით, რომ ეთნოპოლიტიკური ქანქარა ეთნიკური უმცირესობებისკენ იყო გადახრილი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საუბროდნენ იმაზე თუ რა ანგარიშები ქონდათ რუსეთის მიმართ. ჩეჩნეთი ამის ნათელი მაგალითია. ასევე იყო ოსურ-ინგუშური მოვლენები, იყო ტუვის პრობლემა, არსებობდნენ კონსტიტუციები რომლებიც არნაირად არ შეესაბამებოდნენ ფედერალურ კანონმდებლობას.“

სერგეი მარკედონოვის თქმით, მოგვიანებით ეთნოპოლიტიკურმა ქანქარამ მოძრაობის მიმართულება შეცვალა. რუსი ანალიტიკოსის განცხადებით 90-იან წლებში რუსეთის მიმართ თავად რუსეთის შიგნით დაწყებულმა პროცესებმა გამოიწვია ნაციონალური ფრუსტრაცია. და დღეს უკვე ლოზუნგმა «რუსეთი რუსებისთვის» შეიძლება მიგვიყვანოს ძალიან უარყოფით შედეგებამდე. მარკედონოვმა აღნიშნა, რომ მართალია ამ ლოზუნგს ხმამაღლა პოლიტიკოსებდიან არავინ არ იყენებს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ გადადგა ძალიან დაუფიქრებელი ნაბიჯები, როგორიცაა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიერ "მანეჟის" მოვლენების დროს დაღუპული იგორ სვირიდოვის საფლავის მონახულება.

„ვლადიმირ პუტინი სასაფლაოდან რომ წასულიყო საავადმყოფოში და მოენახულებინა ნაცემი კავკასიელებიც, ეს უნაკლო ნაბიჯი იქნებოდა, რადგანაც პრემიერი ყველა მოქალაქის უფლების დამცველია, რუსებისაც და არარუსებისაც. ამჯერად კი პრემიერმა სოლიდარობა ფანატებს გამოუცხადა.ეს კი მიუთითებს გარკვეულ «პიარულ» მოსაზრებებზე, რომელიც სერიოზული სახელმიწფოებრივი სტრატეგიით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ იყო სახელმწიფო საბჭოს სხდომა, სადაც პრემიერმა განაცხადა რომ აუცილებელია რეგისტრაციის პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ რეგისტრაციის ყიდვა შესაძლებელია, ამდენად კორუფცiული ტენდენციების ზრდის გარდა, მე არ ვფიქრობ ეს რაიმე სერიოზულ პრობლემას გადაჭრის,“- დასძინა მარკედონოვმა.

მისი აზრით რუსეთიდან კავკასიის გამოყოფის იდეაც ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას და ეს კიდევ უფრო მეტად საზიანო იდეაა, როგორც რუსული სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე დემოკრატიისთვის და სტაბილურობისთვის. ამ იდეის რეალიზება შეუძლებელია და თუკი მაინც მოხერხდა, ამას ექნება უდიდესი კატასტროფული შედეგები.

მარკედონოვის აზრით, ეს პრობლემა კომპლექსური ნაბიჯების გადადგმით უნდა მოგვარდეს. ისეთი, როგორიცაა მოსახლეობის გადანაწილება რეგიონებში.
მისი თქმით, მაგალითისთვის ტვერის ოლქში და კიდევ ბევრ რეგიონში უამრავი ცარიელი დაუმუშავებელი მიწებია და თანაც მოსახლეობის სერიოზული დეფიციტია. მარკედონოვის აზრით, შესაძლებელია გარკვეული საგადასახადო შეღავათების და ასევე დაბალპროცენტიანი კრედიტების სანაცვლოდ კავკასიიდან წამოსული მოსახლეობის ამ რეგიონებში დასახლება და დასაქმება. თუკი კავკასიელი, ჩეჩენი იქნება ეს თუ ინგუში, დასაქმდება, თავს კომფორტულად იგრძნობს და სარფიან ბიზნესსაც განავითარებს, რასაკვირველია ის რუსეთისგან გამოყოფაზე აღარ იფიქრებს. შეკითხვაზე თუ რამდენად ემთხვევა რუსეთის ხელისუფლების ლიდერების - ვლადიმირ პუტინის და დმიტრი მედვედევის პოზიციები ეთნოპოლიტიკურ საკითხში, მარკედონოვმა აღნიშნა:

„სავსებით ნათელია, რომ მათი პოზიციები განსხვავდება. ჩვენ მათ შორის დისკუსიაც კი ვნახეთ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე - როდესაც მედვედევმა პუტინის რეპლიკაზე საბჭოთა გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთს საბჭოთა გამოცდილება არ გამოადგება, რადგან მოქალაქების გადაადგილება ქვეყანაში ეს კონსტიტუციური უფლებაა,“ - შენიშნა მარკედონოვმა.

მას მიაჩნია, რომ მედვედევი პუტინისგან დამოუკიდებელი პრეზიდენტი არ არის და ამის მრავალი მაგლითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც ხოდორკოვსკის ისტორიის ჩათვლით. მარკედონოვი მიიჩნევს, რომ მედვედევს საკუთარი გუნდი არ ყავს. მისი აზრით, იგივეს თქმა შეიძლება პუტინზეც, რადგან ეს არის საბიჯეტო ფულით დაინტერესებული ხალხის ნაკრები, რასაც გუნდს ვერ დავარქმევთ.

თუ როგორი იქნება 2012-13 წლები პოლიტიკური თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების პერიოდი შეერთებულ შტატებში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში, მარკედონოვმა აღნიშნა, რომ უმუშევრობის პრობლემის მოგვარების შემთხვევაში ბარაკ ობამას ხელახლა არჩევას არანაირი ბარიერი არ შეექმნება. სომხეთში და საქართველოშიც პოლიტიკური ელიტა ისე იგივე იქნება, იმ განსხვავებით, რომ სააკაშვილი პრემიერის სავარძელში გადაინაცვლებს. რაც შეეხება რუსეთს, პუტინი კვლავ საკვანძო მოთამაშე იქნება. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მედვედევი თუ ვინმე მესამე პირიც კი, პუტინი ხელისუფლებაში რჩება და და მისი შესუსტების ნიშნები არ არსებობს.

«პუტინის არაფორმალური გავლენა გრძელდება. პუტინი ეს უკვე მარტო გვარი აღარაა, ეს თანამდებობაა, -განაცხადა მარეკდონოვმა.

XS
SM
MD
LG