ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართალდამცავებმა საქართველოს 20 მოქალაქე დაიჭირეს


სამართალდამცავებმა საქართველოს 20 მოქალაქე დაიჭირეს

დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდნენ.

საქართველოს სამართალდამცავებმა ჯაშუშობის ბრალდებით, გუშინ 20 საქართველოს მოქალაქე დაიჭირეს . საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდნენ.

ინტერპრესნიუსის განცხადებით, ისინი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შეიარაღების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ასევე გროვდებოდა მონაცემები მაღალჩინოსან სამართალდამცავებზეც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს დაკავების ფაქტს. დეტალურად არსებულ ვითარებაზე განცხადებები კი მომალ კვირას დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაკეთთდება. როგორც ჰანოიში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა , დაპატიმრებების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება დაკავებულებს, საკითხი საქართველოს მოქალაქეებს ეხება , და ამდენად მათი საზრუნავი არაა.

XS
SM
MD
LG