ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუპერტ მარდოკის კორპორაციის საქმეს აშშ გამოიძიებს


რუპერტ მარდოკის კორპორაციის საქმეს აშშ გამოიძიებს
რუპერტ მარდოკის კორპორაციის საქმეს აშშ გამოიძიებს

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ იგი იწყებს მედია მაგნატის რუპერტ მარდოკის ახალი ამბების კორპორაციის გამოძიებას იმის თაობაზე უსმენდნენ თუ არა ამ კოერპორაციის თანამშრომლები 2001 წლის 9 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებში დაზარალებულთა ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრებს.

ფედერალურმა ბიურომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ნიუ-იორკის კონგრესმენმა პიტერ კინგმა თხოვნით მიმართა დაიწყოს გამოძიება. ეს ზემოთხსენებული ფაქტი ნაწილია იმ სკანდალისა, რომელიც ლონდონში დაიწყო. 80 წლის მარდოკმა და მისმა ვაჭიშვილმა ჯეიმსმა თანხმობა განაცხადეს დიდ ბრიტანეთის პარლამენტს მისცენ ჩვენებები. საგულისხმოა, რომ ორივე მარდოკი აშშ-ს მოქალაქეები არიან.

XS
SM
MD
LG