ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკლ ჯექსონის ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგება


მაიკლ ჯექსონის ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგება

ლოსანჟელესის სასამართლოს მოსამართლემ გასცა განკარგულება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმი კონრად მიურეი. მას ბრალად ედება არაწინასწარგანზრახული მკვლელობა.პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიურეიმ ჯექსონს დიდი დოზით გაუკეთა ანასტეზიური პრეპარატი პროპოფოლი და სხვა ძილის წამლები. მას აგრეთვე ბრალად ედება ის, რომ დროზე არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ისიც, რომ მან დამალა ამ პეპარატების ჯექსონისადმი გაკეთების ფაქტი. მიურეი თავს არ სცნობს დამნაშავედ, ხოლო მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჯექსონმა თვითონ გაიკეთა ზემოთხსენებული პრეპარატი.

XS
SM
MD
LG