როგორც რუსული გაზეთი კონმერსანტი იუწყება მისი შეფასებით გვალვისაგან მოსკოვის შემოგარენში და სხვა რაიონებში გაჩენილი ხანძარი რუსეთის ეკონომიკას სულ მცირე 15 მილიარდი დოლარით დააზარალებს.რუსეთის პრემერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის განცხადების თანახმად რუსეთიდან ამ წლის ბოლომდე შეწყდა ხორბლის ექსპორტი, რათა რუსეთში საკვებ პროდუქტებზე ფასების მკვეთრად გაზრდა არ მოხდეს. მოსკოვის ხელისუფალთა განცხადების თანახმად ხანძრისაგან საშიშროება ჯერაც არ არის განელებული.სინოპტიკოსები კი აცხადებენ, რომ ამ კვირის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა მოსკოვში ცელსიუსით 34 გრადუსამდე იქნება შენარჩუნებული. აშშ-ს საელჩომ მოსკოვიდან უკვე დაიწყო მისი თანამშრომლების განზასღვრული კონტინგენტისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია.
პოპულარული
1