ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორც ელიან, პრეზიდენტი ისევ ბერდიმუხამედოვი იქნება

დღეს თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, სადაც როგორც მოსალოდნელია კვლავ პრეზიდენტ ყურბანგული ბერდიმუხამედოვს აირჩევენ. ის ხელისუფლებაში 2007 წელს მოვიდა. 54 წლის პრეზიდენტი თურქმენეთში ცნობილია როგორც "არკადაღ," რაც პატრონს ნიშნავს. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და შეიარაღებული ძალების მთავარასარდლის თანამდებობებიც უკავია. პარლამენტმა ბერდიმუხამედოვს "თურქმენეთის გმირის" ტიტულიც მიანიჭა.

XS
SM
MD
LG