ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონი მოწოდებულია გააძლიეროს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირე არაბული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა ირანული საფრთხის საპირისპიროდ. ამის შესახებ კლინტონმა საუდის არაბეთის დედაქალაქში გამართულ "სტრატეგიული ფორუმის" სადილზე განაცხადა. ფორუმში აშშ-ს გარდა სპარსეთის ყურის ექვსი სახელმწიფო მონაწილეობს. კლინტონის განცხადებით, ამერიკის ვალდებულება ნავთობწარმოებელი ბლოკის მიმართ "მყარი და ურყევია".

XS
SM
MD
LG