ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურთიერთობები კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის


ურთიერთობები კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის
ურთიერთობები კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი აზერბაიჯანში. პრეზიდენტი სააკაშვილი 22 იანვარს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს გაემგზავრება. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის ურთიერთობები? თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში ? ამ თემებზე ჩვენი რესპონდენტი დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს.

-„რაც შეეხება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს აქ მთავარი, მზიდი კონსტრუქცია ამ ურთიერთობებისა გახლავთ სტრატეგიულოი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. რა თქმა უნდა ვგულისხმობ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენებს და მთავარ პროექტს, ნაბუკოს. დღეს სწორედ ეს საკითხები არის პრივილეგირებული ამ ქვეყნების ურთიერთობებში. მთლიანობაში საქართველო - აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის ურთიერთობები ძალზე მნიშვნელოვანია. ეს მეტად აქტულური თემაც გახლავთ. საქართველოს გააჩნია ყველანაირი მონაცემი და დიდი შანსი იმისა, რომ შეასრულოს ერთგვარი ბალანსის როლი აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში. გარდა ამისა საქართველოს შეუძლია შუამავლის როლიც შეასრულოს. მაშინ როდესაც ბაქოსა და ერევანს შორის კონტაქტები ძალზედ მწირია და მხოლოდ ერთი რუსული მხარეა, რომელიც დაინტერესებულია და მას პირადი ინტერესებიც აქვს, საქართველოს პირადი ინტერესები არ გააჩნია. საქართველო დაინტერესებულია იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და იყოს კეთილმეზობლური ურთიერთობა სამ წამყვან სახელმწიფოს შორის.“

XS
SM
MD
LG