ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეზღუდვა ღრმა წყლის ჭაბურღილების გათხრაზე


ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლო ოთხშაბათამდე გადაწყვეტს მოხსნას თუ არა შეზღუდვა მექსიკის ყურეში ღრმა წყლის ჭაბურღილების გათხრას.

ბარაკ ობამამ, შეზღუდვა 27 მაისს, ჭაბურღილის აფეთქების შემდეგ დააწესა. ინციდენტმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნავთობის გაჟონვა დღემდე გრძელდება.

აკრძალვის მოწინააღმდეგეები, მათ შორის ნავთობ კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ათასობით ადამიანის მიერ სამსახურის დაკარგვას და ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო შესუსტებას გამოიწვევს. თუმცა მთავრობის ადვოკატმა ახალ-ორლეანში განაცხადა, რომ მექსიკის ყურეში მომხდარმა აფეთქებამ მთავრობა აიძულა უსაფრთხოების ახალი ზომები მიეღო.

XS
SM
MD
LG