ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის სამხრეთის ქალაქებში კვლავინდებურად სროლის ხმა ისმოდა


დღეს ყირგიზეთის სამხრეთის ქალაქებში კვლავინდებურად სროლის ხმა ისმოდა. ეთნიკური ძალადობის შედეგად დაახლოებით 100,000 უზბეკი უსახლკაროდ დარჩა და ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვართან შეიკრიბა.

ოფიციალური პირების ცნობით, გასულ პარასკევს დაწყებული არეულობის შედეგად სულ ცოტა 124 ადამიანი დაიღუპა და 1,600-ზე მეტი დაიჭრა. უზბეკური სათვისტომოს ლიდერები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი ამ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის დამირა ნეიაზალიევა აღნიშნავს, რომ ჯალალაბადის საავადმყოფო დახმარებას ითხოვდა იმის გამო, რომ საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანა უცნობმა პირებმა გაიტაცეს, მანქანაში მყოფი ექიმები ცემეს და მძევლად აიყვანეს.

დღეს თვითმხილველთა ანგარიშის მიხედვით, შეიარაღებულ პირთა ჯგუფები კვლავინდებურად დათარეშობენ ქალაქ ოშში. ამას გარდა ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება. ყირგიზებმა უზბეკებით დასახლებულ უბნებში სახლები გადაწვეს. ყირგიზები ამტკიცებენ, რომ ისინი ქვეყნის სამხრეთ რეგიონს უზბეკებისგან იცავენ. ამასობაში ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ რეგიონში სარეზერვო ძალები გააგზავნა.

XS
SM
MD
LG