ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ერაყში მისიას აგვისტოში ასრულებს


სამოქალაქო ძალისხმევა სამხედრო ძალისხმევას ჩაენაცვლება.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები ერაყში მისიის დასრულებას ამ თვის ბოლოს გეგმავს. ამით სამოქალაქო ძალისხმევა სამხედრო ძალისხმევას ჩაანაცვლებს.

„ამერიკის ხმის“ თეთრის სახლის კორესპონდენტმა დენ რობინსონმა შეგვატყობინა,რომ პრეზიდენტმა ობამამ ატლანტაში, ვეტერანებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პატივი მიაგო ერაყში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს და ავღანეთში ალ ყაიდასა და ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეფასება მიანიჭა.

„ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე მსურდა ერაყში ახალი სტრატეგია დაგვენერგა და ქვეყნის მართვა ერაყელი ხალხისთვის გადაგვებარებინა. ასეც მოხდება და გეგმისა და დაპირების მიხედვით, 2010წლის აგვისტოს ბოლოს ამერიკელთა საბრძოლო მისია ერაყში დასრულდება“

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, 90,000 ამერიკელი ჯარისკაცი ერაყიდან შინ აგვისტოს ბოლოს დაბრუნდება. შეერთებული შტატების სამხედრო არსენალისა და აღჭურვილობის ერაყიდან გამოტანის პროცესი დაწყებულია, თანმიმდევრულად იხურება ერაყის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზებიც.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, ერაყში მართველობის გადაბარების პროცესის დროს მთავარი ყურადღება, ერაყის სახმედრო ძალების წრთვნას,ანტიტერორისტულ ოპერაციების განხორციელებასა და ამერიკის მოქალაქეთა და დიპლომატიური კორპუსის პერსონალის უსაფრთხოებას დაეთმობა.

XS
SM
MD
LG