ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიღუპა ჰამასის სამხედრო მეთაური


ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად კიდევ 8 ადამიანი დაიჭრა.

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზაში ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო მეთაური დაიღუპა. პალესტინური ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლებას შურისძიებით დაემუქრა.

დაღუპული ისა ბატრანის დაკრძალვაზე ღაზას ცენტრში ჰამასის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებმაც ჰაერში სროლით გამოხატეს აღშფოთება ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ.

ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად კიდევ 8 ადამიანი დაიჭრა. ისრაელის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ეს თავდასხმა აშკელონის სარაკეტო დაბომბვის საპასუხოდ განხორციელდა.

XS
SM
MD
LG