ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკება დაიწყო


ახლოაღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს დესპანის ჯორჯ მიჩელის თაოსნობით ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებს შორის დაიწყო არა უშუალო მოლაპარაკების მე-5 ჯერი. მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ 2012 წლისთვის ვერ შეიქმნება პალესტინური სახელმწიფო. თავის მხრივ მიჩელი ამტკიცებს, რომ აშშ ყველა ღონეს იხმარს, რათა შეიქმნას პალესტინური სახელმწიფო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ სურს რაც შეიძლება მალე დაიწყოს უშუალო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინელებს შორის. პალესტინის ავტონომიის პრეზდენტმა მაჰმუდ აბასმა. უშუალო მოლაპარაკებების დაწყების წინა პირობად წამოაყენა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა ახალ დასახლებების მშენებლობის სრული შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG