ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ერაყში


ერაყის ქალაქ კირ კუკში ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ჰქონდა ადგილი. მძიმედ დაიჭრა კირკუკის პოლიციის სამმართველოს უფროსი. დაიღუპა მისი ვაჟიშვილი. დაიჭრა 9 კაცი. ბაღდადში ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის ბინაში უცნობი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ამ პოლიციელის მშობლები დაჭრეს. ამ ფონზე ერაყში ალყაიდას ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ახლახანს განხორციელებული ორი ტერაქტისათვის, რომელსაც 46 კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG