ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება


კომოროვსკი ცენტრისტული პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის პარტიის“ ლიდერია.

დღეს პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. პოლონელები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ.

მეორე ტურში ერთმანეთს ორი კანდიდატი უპისპირდება - გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი იაროსლავ კაჩინსკი და მოქმედი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი.

არჩევნების პირველი ტური 20 ივნისს გაიმართა. კომოროვსკიმ ხმების 42 პროცენტი მიიღო, ხოლო ხოლო მისმა მეტოქემ იაროსლავ კაჩინსკიმ კი მხოლოდ 37 პროცენტის მოგროვება შეძლო. კომოროვსკი ცენტრისტული პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის პარტიის“ ლიდერია და მისი პოლიტიკა ევროკავშირთან მჭიდრო ურთერთობას ისახავს მიზნად. კაჩინკსი კი ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ასევე, ის ღიად უპირისპირდება რუსეთსა და გერმანიას. მეორე ტურის შედეგები უკვე ხვალ დილით იქნება ცნობილი.

XS
SM
MD
LG