ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მიმართ სანქციებმა ნაყოფი გამოიღო


აშშ-ს ფინანსთა სამინისსტროს მაღალჩინოსანი სტუარდ ლივი აცხადებს, რომ ირანის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა დაიწყო სასურველი ნაყოფის გამოღება. მისივე თქმით ირანი სულ უფრო ექცევა იზოლაციაში, რადგან კერძო კომპანიები სასწრაფოდ წყვეტენ მასთან ურთიერთობას, რითაც სულ უფრო მცირდება ირანის მონაწილეობა გლობალურ ეკონომიკაში. როგორც აშშ-ს სახ-დეპის მაღალჩინოსანმა უილიამ ბერნსმა განაცხადა ირანის ეკონომიკას დიდი პრობლემები გააჩნია და ოფიციალურ თეირანს ესმის ის, რომ მის მიმართ დადგენილი ახალი სანქციები დიდ ზიანს მოუტანს მას.

XS
SM
MD
LG