ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორ ქვეყანას შორის გაჩენილი ბზარი


ჰუმანიტარული მისიის აქტივისტების მკვლელობამ თურქეთ-ისრაელის ალიანსს შესაძლოა ბოლო მოუღოს.

თურქეთსა და ისრაელს შორის თითქმის 20 წლის მანძილზე მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდა სამხედრო სფეროში. მაგრამ ისრაელის უშიშროების ძალების მიერ პალესტინელთა დასხმარებლად მიმავალი ჰუმანიტარული მისიის აქტივისტების მკვლელობამ ამ ალიანსს შესაძლოა ბოლო მოუღოს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოღანმა ისრაელის მთავრობა პირდაპირ დაადანაშაულა უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრაში. ისრაელის კომანდოსებმა შტურმით აიღეს თურქეთის გემი და 9 აქტივისტი გამოასალმეს სიცოცხლეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა ისრაელის ხელისუფლება,რომ ამ აქციით მან საუკეთესო მეგობარი დაკარგა ახლო აღმოსავლეთში.

როგორც სტამბულის უნივერსიტეტის პოლიტილიგი ნურეი მერთი აცხადებს,რეჯებ ერდოღანი თავისი ხისტი პოზიციით უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ეგვიპტეს,რადგან ღაზას ბლოკადაში ისრაელთან ერთად ეგვიპტეც არის დაინტერესებული. ეგვიპტის სეკულარული ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს რაზაში ისლამური ჰამასის მოღვაწეობას. თურქეთის მთავრობამ კი ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი ხალიდ მაშაალი ჯერი კიდევ 2006 წელს დაპატიჟა ანკარაში მას შემდეგ,რაც ჰამასმა ღაზაში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა. მართალია ამით თურქეთის მთავრობამ არაბული სამყაროს გული მოიგო, მაგრამ თავად არაბული ქვეყნების ლიდერები ეჭვის თვალით უყურებენ თურქეთის გააქტიურებას, რადგან თავის დროზე ახლო აღმოსავლეთი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.

როგორც თურქეთის მთავრობის მრჩეველი გოხან ჩეთინსაიარი ამბობს:“ კლასიკური არაბული ნაციონალიზმი უარყოფითად აფასებს თურქეთის როლს რეგიონში. არაბებისთვის თურქები იმპერიალისტები არიან, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ახალი ვითარება ანკარის გავლენის გაძლიერებას უწყობს ხელს.“

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით,თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეგიონალურ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას. მაგრამ ეს გარემოება უარყოფითად მოქმედებს ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებზე.

თურქეთ-ისრაელის სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. ისრაელს საშუალება ეძლეოდა თურქეთის შუამავლობით სირიასთან ეწარმოებინა მოლაპარაკება.

როგორც ბაქესეჰირის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ჩინგიზ აქტარი აცხადებს,რომ თურქეთი ვეღარ იქნება ახლო აღმოსავლეთში მედიატორი ისრაელსა და არაბებს შორის,რადგან მან აშკარად პროპალესტინური პოზიცია დაიჭირა.

მას შემდეგ რაც ებრაელებმა 8 თურქი გამოასალმეს სიცოცხლეს,თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა გააფრთხილა ისრაელი,რომ ძველი მეგობრული ურთიერთობა ვეღარასოდეს აღსდგება ორ ქვეყანას შორის.

XS
SM
MD
LG