ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილება


2010 წლის 7 მარტს ჩატარებულ არჩევნებში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ მოახერხა 163 საპარლამენტო ადგილის აღება.

ერაყის უზენაესმა სასამართლომ მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების რატიფიცირება მოახდინა და დაამტკიცა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის აიად ალავის სეკულარული კოალიცია არჩევნების უდავო გამარჯვებული იყო.

სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ახალი მთავრობის შექმნისთვის აუცილებელი ნაბიჯი იყო.

2010 წლის 7 მარტს ჩატარებულ არჩევნებში ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ მოახერხა 163 საპარლამენტო ადგილის აღება, რაც უმრავლესობის შესაქმნელად არის საჭირო.

ბატონი ალავის კოალიციამ ყველაზე მეტი 91 ადგილი მიიღო. საპარლამენტო ადგილების ეს რაოდენობა მხოლოდ 2-ით აღემატებოდა ერაყის პრემიერ მინისტრის - ნური ალ-მალიკის შიიტი დაჯგუფების მიერ მოპოვებულ ადგილებს.

გასულ კვირას არაბულმა ლიგამ ერაყის პოლიტიკოსები გააფრთხილა, რომ მათ დროულად უნდა გადაეწყვიტათ დაპირისპირება და მალე შეექმნათ ქვეყნის მთავრობა.

XS
SM
MD
LG