ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჩინეთს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს


აშშ ჩინეთს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს

ამერიკა ჩინეთს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლისა და იმპორტის გაფართოებისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი გარი ლოკი პეკინს ამერიკასთან ვაჭრობის სფეროში დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას მოსთხოვს. ლოკი ჩინეთის უმსხვილეს კომერციულ ცენტრში შანხაიში ჩასულ ოცდაოთხი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. მისი თქმით აუცილებელია, რომ ჩინეთში ამერიკული საქონლის იმპორტი გაფართოვდეს და შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი, რომელმაც გასულ წელს ორას ოცდაექვსი მილიარდ რვაასი ათასი მილიონი დოლარი შეადგინა შემცირდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკული ექსპორტის გაორმაგება, სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG