ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ფრანგ მოქალაქეს ათავისუფლებს


ირანი ფრანგ მოქალაქეს ათავისუფლებს

კლოტილდ რეისი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი არეულობის დროს თერიანში დააპატიმრეს

ირანი მალე გაათავისუფლებს ფრანგ აკადემიკოს კლოტილდ რეისს, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი არეულობის დროს თერიანში დააპატიმრეს.

ეს განცხადება რეისის ადვოკატმა -მოჰამედ ალი მადავი-საბეტმა დღეს გააკეთა.ირანის სამართალდამცველ უწყებებს ამ განცხადების დადასტურება არ გამოუქვეყნებიათ.

ბატონი საბეტის განცხადებით, მან 285,000 დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა, რის შემდეგაც კლოტილდს პასპორტი უნდა დაუბრუნონ და ირანის დატოვების უფლება მისცენ.

ირანის პოლიციამ 24 წლის კლოტილდი 2009 წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით. ექვს კვირიანი პატიმრობის შემდეგ იგი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს პატიმრობიდან, მაგრამ კლოტილდი მას შემდეგ თეირანში საფრანგეთის საელჩოში იმყოფებოდა. საფრანგეთის მთავრობა მისი ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG