ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში აფეთქებას ოცდაათი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა


მეთანის გაზის მაღალი დონის გამო, მაშველების ჯგუფი გუშინ საღამომდე ვერ ჩავიდა მაღაროში.

რუსეთში ქვანახშირის საბადოში მომხდარ აფეთქებას ოცდაათი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთის საგანგებო მდგომარეობის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ციმბირში მდებარე მაღაროში დამატებით კიდევ ჩვიდმეტ გვამს მიაგნეს.როგორც ფიქრობენ, დაღუპულები მაშველები არიან.

შოიგუს თქმით, იმის გამო, რომ მაღაროს დატბორვა ემუქრება, სამაშველო სამუშაოებისთვის მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი. მეთანის გაზის მაღალი დონის გამო, მაშველების ჯგუფი გუშინ საღამომდე ვერ ჩავიდა მაღაროში.

XS
SM
MD
LG