ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალმა პეტრეუსმა დატოვა მისი პოსტი ავღანეთში


გენერალმა პეტრეუსმა დატოვა მისი პოსტი ავღანეთში
გენერალმა პეტრეუსმა დატოვა მისი პოსტი ავღანეთში

გენერალმა ჯონ ალენმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გამართულ ცერემონიაზე გენერალ დეივიდ პეტრეუსისაგან ოფიციალურად გადაიბარა ავღანეთში ამერიკული და ნატოს ჯარების მეთაურობა.

მის სიტყვაში პეტრეუსმა აღნიშნა ის წინსვლა, რომელიც ბოლო დროს ავღანეთში იქნა მიღწეული, თუმც იქვე ხაზგასმით თქვა, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი. ალენმა მის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აპირებს იმ წინსვლის შენარჩუნებას, რომელიც ბოლო დროს იქნა მიღწეული ავღანეთში. ამ ფონზე ნატო აცხადებს, რომ ავღანეთის სამხრეთსა და აჭმოსავლეთში განხორციელებული ტერაქტების შედეგად კოალიციის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG