ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის არმია ქალაქ ლატაკიაში წესრიგის აღდგენას ცდილობს


სირიის არმია ქალაქ ლატაკიაში წესრიგის აღდგენას ცდილობს

სირიის უშიშროების ძალები საპორტო ქალაქ ლატაკიაში გადაისროლეს.

სირიის უშიშროების ძალები საპორტო ქალაქ ლატაკიაში გადაისროლეს, რათა დაიცვან მოსახლეობა შეიარაღებული ბანდებისაგან. გუშინ შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა თვითნებურად დაიწყეს ქუჩების გადახერგვა. არეულობა მოჰყვა შეტაკებებს, რასაც დაუზუსტებელი მონაცემებით 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უმძიმეს დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ამ ქალაქში, სადაც ძირითადად სუნიტები და ალავიტთა სექტის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომელსაც თვით პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG